„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ხმების დათვლის დასრულების შემდეგ წინასწარი შედეგების მიხედვით, ბუნდესტაგის არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU) 28,6%-ით გაიმარჯვა, _ იუწყება ipn.ge.
მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმების 20,8%-ით, მესამე ადგილზეა მემარცხენე ცენტრისტული „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD) 16,4%-ით, შედეგებით მეოთხეა მემარცხენე ლიბერალური „ალიანსი 90/მწვანეები“ (ხმების 11,6%), მეხუთე ადგილს იკავებს „მემარცხენე პარტია“ (8,8%).