ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი ავარიულია და სტუდენტებს უსაფრთხოების მიზნით სწავლის გაგრძელებას სხვადასხვა სივრცეებში გააგრძელებენ.
“ძვირფასო სტუდენტებო,
ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, უკვე იცის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსს (C) აღმოაჩნდა გარკვეული პრობლემები. კერძოდ, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს – ავარიულია. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით, ამ კორპუსში დაგეგმილი ყველა სასწავლო და კვლევითი პროცესი უკვე გადანაწილდა უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში.
სწავლას ვიწყებთ 25 სექტემბერს, აუდიტორიებში, შეფერხებების გარეშე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!”_ ნათქვამია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სტუდენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.