საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთის “გურიამ” მიმდინარე სეზონში მესამე მოგება იზეიმა _ “გურიამ” ლანჩხუთში სტუმრებული ტყიბულის „მეშახტე” მინიმალური ანგარიშით _ 1:0 დაამარცხა, რითაც ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში კამერუნელმა ახალწვეულმა, მაგლოირ ტელამ გაიტანა 63-ე წუთზე. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ასევე კიდევ ერთ ლეგიონერს _ ბრაზილიელ ლუკას დე ოლივეირას.
ჯამში „გურიას” 10 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ოღონდ სამ გუნდს ქულათა ერთნაირი მაჩვენებელი გააჩნია, ბურთების სხვაობა კი გურულებს უკეთესი აქვთ.
„გურიას” მორიგი შეხვედრა 13 მაისს წყალტუბოში, იქაურ „სამგურალთან” ელის, რომელიც, მართალია, ცხრილში გურულ კლუბთან შედარებით ერთი საფეხურით წინაა, მაგრამ 6 ქულით მეტი გააჩნია.
„გურიამ” ეს მოგება ასეთი შემადგენლობით შეძლო: ირაკლი ხვედელიძე; ალექსანდრე შენგელია, ალექსი ბენაშვილი, დავით მოსიძე, დათო მეგრელიშვილი; ვალიკო ტყემალაძე, გიორგი კაშია, მაგლოირ ტელა ( სოსო მალანია 67), ნოდარ კიკნაველიძე ( ლაშა კოტრიკაძე 58); ზაურ გოგუაძე, ლუკას დე ოლივეირა (ვახტანგ კვარაცხელია 78).