“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ნინა ხატისკაცი გახდა. ნინა ხატისკაცი კონკურსის შედეგად შეირჩა და მომავალი კვირიდან შეუდგება მუშაობას.
ნინა ხატისკაცი ბოლო დროს იყოს ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მანამდე კი “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის ხელმძღვანელი იყო.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები 2011 წელს გაიხსნა და მისი დირექტორი ხუთი წლის განმავლობაში ნინო ჟვანია იყო, ერთი წელი კი ირაკლი კუცია მართავდა.