გურიაში, იანვრის უჩვეულოდ თბილ და მზიან ამინდში, მოცვის პლანტაციებს სხლავენ. ჯერ კიდევ ფოთლებშერჩენილი კულტურა, მეწამულად ელვარებს. დიდი ხნის წინ, ამ ტერიტორიებზე ჩაის მწვანე ფართობები ჩანდა. კომუნისტურ ეპოქაში რომ კრეფდნენ, თან უმღეროდნენ.
_ორივე რომ იყოს, გვერდი-გვერდ, ჩაიც და მოცვიც, უფრო ლამაზი იქნება. თან უმჯობესიც, კარგი იყო, არ აგვეჭრა ჩაის ბუჩქი, მაგრამ აი მოგვიტანა დროებამ, – ერთმანეთს გადაუალაპარაკებენ ხოლმე, ამ ჯერად მოცვის გასხვლით დაკავებული გურულები.
ავტორი