ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოზურგეთში გომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხანძარია და საქართველოს მთავრობას დროულად მოქმედებისკენ მოუწოდებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ გომში, კაკანაურის ტერიტორიაზე ჩაის ფართობს გუჩნდა და სახანძრო სამსახური ახდენს ხანძრის ლოკალიზებას.