ცოტა ხნის წინ იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ჩაისა და ყავის მოხმარება ინსულტის, იშემიისა და დემენციის რისკს ამცირებს.
კვლევაში მონაწილეობა 365 682-მა ადამიანმა მიიღო. ისინი კვლევას 2006-დან 2010 წლამდე შეუერთდნენ და ექიმები მათ ჯანმრთელობას 2020 წლამდე აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში 5 079 მათგანს ჭკუასუსტობა განუვითარდა, 10 053-ს კი ინსულტი.
ინსულტისა დ ჭკუასუსტობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი მათ შორის დაფიქსირდა, ვინც დღეში 2-3 ჭიქა ყავას, 3-5 ჭიქა ჩაის ან კომბინირებულად – ჩაისა და ყავის 4-6 ჭიქას მიირთმევდა. ამ ადამიანთა ჯგუფში ინსულტის რისკი 32%-ით ნაკლები იყო, დემენციის განვითარებისა კი 28%-ით ნაკლები, მათთან შედარებით, ვინც ჩაისა და ყავას არ სვამდა.
[sexy_author_bio]