ჩაისუბანში სახალხო ზეიმი „ჩაისუბნელობა“ გაიმართა. ზეიმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ზეიმის ფარგლებში, კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ასევე, მოეწყო ადგილობრივთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ზეიმზე ღვაწლმოსილი ჩაისუბნელებს ორგანიზატორებისაგან სიგელები გადაეცათ.
სტუმრებს ადგილობრივები ნუგბარით გაუმასპინძლდნენ. ღონისძიების დასასრულს ღვაწლმოსილი ხეობის მკვიდრთა – ბეჟან ყურშუბაძისა და ნუნუ კობალაძეს დაჯილდოება გაიმართა.
„ჩაისუბნელობა“, როგორც სახალხო ზეიმი მესამე წელია აღინიშნება. (R)