1 ივლისიდან მართვის მოწმობის ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 15 ქულა დააკლდება იმ პირს, რომელიც ავტომობილს მინდობილობის გარეშე სხვა პირს გადასცემს. როგორც ამბობენ, ქულა ასევე დააკლდება იმ პირს, რომელიც სხვის ავტომობილს მართავს.
ამის გამო რამდენიმე მძღოლმა უკვე მიმართა ნოტარიუსს. თუმცა, როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქულა ავტომობილის მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკლდება, თუკი საკუთარ ავტმობილს ნასვამ, ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ პირს გაატანს.
_ თუ ადამიანი ფხიზელია, აქვს მართვის მოწმობა და მართავს სხვის ავტომობილს, არანაირი პრობლემა არ ექნება არც ავტომობილის მფლობელს და არც მას, _ გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.