ჯგუფში “მოხალისეები გურიისთვის” გავრცელებული ინფორმაციით, ჭოგნარსა და ნოღას შორის ცენტრალურ გზასთან ახლოს ერთ-ერთ მცხოვრებს სახლის ნაწილი ჩამოენგრა.
“8 საათზე ჩამოინგრა. შიგნით დავრჩი, მარტო ვარ. ჭოგნარსა და ნოღას შუა, ცენტრალურ გზასთან (მორეშავი) ტოლებს ვეკუთვნით. გზა არაა ვინმემ რომ მომაკითხოს”,_ წერს ცარო დიასამიძე.