“რატომ ავრცელებთ დეზინფორმაციას გურიის მთელ სოფლებში თითქოს ავიაცია დეზინფექციას ატარებს ღამე… გასცეს ვინმემ კომპეტენტური პასუხი დაიტანჯა ხალხი.p.s უფრო მეტიც გამგებლები ეუბნებოდა მოსახლეობას იწამლებაო, ზოგმა ფაროსანაზე იწამლებაო. რააა ეს?!”_ ასეთი შინაარსის ტექსტს სოციალურ ქსელის მომხარებელი, ნინი შეწირული ავრცელებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა შემდეგი სახის ინფორმაცია: “დღეს საღამოს 11 საათიდან დილის 5 საათამდე უნდა შეიწამლოს ჰაერი. სარეცხს ნუ დატოვებთ გარეთ და რათქმაუნდა გარეთ არ გახვიდეთ“.
ამ განცხადებას წამიერად გამოეხმაურა სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურები და აღნიშნეს, რომ მსგავსი ინფორმაცია არის არასწორი.
“გურია ნიუსის“ ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი ეუბნება, რომ მისმა მეზობელმა ამ ინფორმაციისთვის გავრცელების შემდეგ სარეცხი ჩამოიღო და ფანჯრებიც დაკეტა.