„ბევრმა ვერ გაიგო, რა ვთქვი. ვისაც სურს, შეუძლია, ნახოს ჩანაწერი, რომელშიც ზუსტად ვთქვი, რომ საქართველოში საოცარი გასაჭირია და ხალხს საოცრად უჭირს“, _ აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
ქობულია აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ, მის მიერ გაკეთებული განცხადება მედიამ არასწორად გაავრცელა. მინისტრმა პარლამენტარებს სთხოვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვა მეორედ აღარ დაუსვან.
„ძალიან გთხოვთ, მეორედ ეს კითხვა აღარ დამისვამთ. ერთადერთი ჟურნალისტის კითხვას გავეცი პასუხი, როდესაც ლაპარაკია, რომ ყოველ წელს ვუარესდებით, ვთქვი, რომ ასე არ არის. ვისაც აქვს ამაზე პრეტენზია, შემიძლია სახალხოდ დავუჯდე და დეტალურად გავურჩიო, მაგრამ ამ საკითხზე ჩემთან დაჯდომას არ ვურჩევ“, _ აღნიშნა ქობულიამ.