ლეგენდარულმა სუნამომ “Chanel 5-მა” შეიძლება მისთვის მახასიათებელი არომატი დაკარგოს, რადგანაც მისი ფორმულა ალერგენს შეიცავს. ამავე მიზეზით, ევროკომისია აპირებს უახლოეს მომავალში პარფიუმერიის დამამზადებელ ფირმებს მკაცრი მოთხოვნები დაუწესოს.
ექსპერტების მიერ 12 ალერგენი იქნა გამოვლენილი, მათ შორის კუმარინი, რომელიც ბევრ მცენარეში მოიპოვება, ევგენოლი, რომელსაც ვარდის ზეთი შეიცავს და სხვ. მეცნიერთა მონაცემებით, ევროპელთა 1-დან 3%-მდე მოქალაქე სწორედ პარფიუმერიით გამოწვეული ალერგიით იტანჯება. “Chanel №5” გარდა, შეიძლება არომატი შეცვალოს “Miss Dior”-მაც.
შეგახსენებთ, რომ 1921 წლის 5 მაისს კოკო შანელმა საზოგადოებას წარუდგინა მისი სახელობის სუნამო, რომელიც ნომერ 5 ფლაკონში იყო ჩასხმული.