ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მეტ-ნაკლები სიხშირით თოვს. ჭანიეთის თემის სოფელ ქაქუთში, თოვლისგან დაზიანებული ხე მაღალი ძაბვის სადენებს დაეცა და შუქი გამოირთო.
_ ამ წუთებში გასულია ბრიგადა, გასუფთავდება, შეაკეთებენ და დენის მიწოდება აღდგება, _ გვითხრა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერმა, გია ნაკაიძემ.