ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში დილიდანვე მაღალი აქტივობაა. თერთმეტი საათისთვის აქ 175 ამომრჩეველი გამოცხადდა.
ჭანიეთის #53 უბანზე სულ აღრიცხულია 861 ამომრჩეველი. პირველ ტურში აღნიშნულ უბანზე 546-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
სოფლის ადმინისტრაციული შენობაზე, რომელშიც საარჩევნო უბანია განთავსებული, მარჯვენა კედელზე, ახლახან ასეთი წარწერა გაჩნდა: „ შენ იმ ჩამავალ მზესავით ლამაზი ხარ, რომლის ამოსვლასაც მე ველი. მიყვარხარ!“
_ ჭანიეთში სრული სიმშვიდეა. თან პოზიტიური წარწერა გვამშვენებს, რომელიც, არც ისე დიდ ხანია, აქ გაჩნა. ჩვენი ახალგაზრდების ნატყორცნი სიყვარულიანი ფერადი ფრაზაა. მთავარია, სიყვარულისკენ ისწრაფვიან და არჩევანიც სწორი ექნებათ, ვენაცვალე მაგათ, _ გვეუბნებიან ასაკოვანი ჭანიეთელები.