თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რის შედეგადაც 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.