ეს რად გიღირით? რის ფასად? საკუთარ თავთან რომ მარტო დარჩებით ნუთუ არ შეგრცხვებათ? ხელისუფლებები მიდიან და მოდიან,ჩვენ ხომ ვრჩებით?!ერთმანეთს ქუჩაში ხომ შევხვდეთ?! მესმის დავალებაა, მაგრამ რაღაცას როცა გავალებენ, საკუთარ თავს არ უნდა კითხო, რად გიღირს მისი შესრულება? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს უკან ხომ ჩვენი ოჯახები დგას, ყველაზე წმინდა და ყველაზე ძვირფასი, იმათ რას ეუბნებით, სახლში პური რომ მოგიტანოთ იმიტო ვკადრულობო, რომ კოლეგებს ქუჩაში დახვდე და მას და მის სტუმარებს შეურაცყოფა ვაყენოო?! ბევრს უთქვია ზედმეტად გულუპრყვილო ხარო და მართალი ყოფილა.
ის სამარცხვინო კადრები როცა ერთი საათით ადრე ოზურგეთში ვნახე, ჩემებს ვუთხარი, ამას ლანჩხუთში არ იკადრებენ-თქო და თურმე მართლა რა ბრიყვულად გამომივიდა….(!) _ წერს ენმ-ს ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში.