ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს, იმ სამართალდამცავებს გამოკითხავენ, რომლებმაც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კუპრავა დააკავეს.
როგორც დაკავებულის ადვოკატი ამბობს, ბრალდება აბსურდულია.
განცხადება გააკეთა კუპრავამაც – “ჩემი აქ ყოფნა არის შურისძიება, აქ ვარ იმიტომ რომ, ხელისუფლების წარმომადგენლების სურვილი არის ეს,” – ამბობს ის
ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ბრალდებით ზვიად კუპრავა სამართალდამცავებმა 22 თებერვალს დააკავეს.