არტისტი, ცნობილი როგორც კანიე უესტი, დრეიკს ისევ უპირისპირდება. ამის შესახებ ინფორმაციას complex ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უესტი ამბობს, რომ „გული გაუხურა“ იმის შემჩნევამ, რომ დრეიკმა მოიწონა მისი ერთ-ერთი ბოლო პოსტი ინსტაგრამზე, რომელიც ამ კვირაში ახალი ამბების გაშუქების საგანი იყო.
„ყველამ იცის, რომ მე და დრეიკს წარსულში მეტოქეობა გვქონდა“, – წერს YE, რომლის YZY SZN 9 პრეზენტაცია ამ კვირაში პარიზში მოიცავდა ფართოდ გაკრიტიკებულ „თეთრი სიცოცხლის მნიშვნელობას“ პერანგის დიზაინს.
“ნამდვილად გამიხურდა გული, რომ დრეიკმა მოიწონა ჩემი ერთ-ერთი პოსტი.”
გარდა ამისა, Ye-მ მონიშნა დრეიკი პოსტში, რომელიც ფოკუსირებულია Balenciaga-ზე და მის კრეატიულ დირექტორზე, Ye-ს თანამშრომელ დემნაზე. პოსტის წარწერაში Ye საკუთარ თავს უწოდებდა როგორც კიმ კარდაშიანის „საყვარელ არტისტს“, ასევე დრეიკის „საყვარელ შემსრულებელს“.
კანიემ ბალენსიაგას გუნდის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ უხარია, როცა ადამიანები საკუთარ ნამდვილ სახეს აჩენენ. კანიეს თქმით, მათ სძულთ რეპერისა და დემნას ურთიერთობა.
„ეს ბალენსიაგას გუნდის წევრები არიან, რომლებმაც თრემეინის პოსტი მოიწონეს, რომელშიც ის დამემუქრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბალენსიაგასთვის ამდენი რამ გავაკეთე. მიყვარს, როცა ადამიანები გვიჩვენებენ, სინამდვილეში ვინ არიან და რას გრძნობენ. ახლა აღარაა საჭირო, ერთმანეთის მიმართ ყალბები ვიყოთ. თქვენ ყველას გძულთ ჩემი და დემნას ურთიერთობა. დემნა ახლა ყველაზე რელევანტური დიზაინერია, ამიტომ ბუნებრივია, რომ ის იყენებს კიმს – პლანეტაზე ყველაზე რელევანტურ არტისტს”, – დაწერა კანიემ.