“რამდენად გიღირთ თქვენი შვილის არა თუ სიცოცხლე, ოდნავი უგუნებობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა? ჩემი შვილის და ყველა იქ გარდაცვლილის სიცოცხლე შეუფასებელია… რა უღირთ ჩვენი შვილების, მეუღლეების, და-ძმების სიცოცხლე ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე პასუხისმგებელ პირებს…
.სირცხვილია, 20000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე…” _ წერს შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა და მთავრობას მიმართავს.
ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ გურიასა და შოვში ოჯახებს თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ფინანსური დახმარება გადაეცემა.