მე დავხატე ხეობა, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტები, ასევე, ქართველების გატაცება.
მარცხენა მხარეს გამოსახულია ლომისის მონასტერი. მის საპირისპიროდ კი, რუსეთის სათვალთვალო კოშკი. ეს ფაქტი ასახავს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირებას.
მწყემსი აფხაზი ბიჭი უშედეგოდ ცდილობს თევზის დაჭერას, რომელსაც ქართველი ბიჭი აწოდებს თევზს. მე აქ ხაზი გავუსვი ქართველების სიკეთეს და მეგუბრულ ხასიათს, _ თქვა ხიდისთავის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლემ, მარი ბრეგუმ ჩვენს “21-ს ქვევითთან” საუბრისას.