ბახმაროში, ბეგის “მშობლიურ” სტადიონზე გაბრიელ-ბეგი მამალაძის სახელობის ჩემპიონატი ჩატარდა ფეხბურთში.
ჩემპიონატში მონაწილეობა 10-14 წლამდე ასაკის მოზარდებმა მიიღეს. სულ 4 გუნდი მონაწილეობდა.
გუნდი “ზარაბა”, გუნდი “მგლები”, “ჩოხატაურის ქუჩა” და ბაზრის დაღმართზე მდებარე სასტუმრო ძველი ჩოხატაურის დამსვენებელი კარატისტების გუნდი, რომელსაც ერქვა “ძველი ბახმარო”- ამ გუნდებში გაერთანდნენ მოზარდები გურიის, აჭარის, ჩოხატაურის და ბაზრის დაღმართის ქუჩებიდან.
ჩემპიონატმა სტარტი გუშინ, 18 აგვისტოს აიღო.
დღეს დილით კი ჩატარდა ფინალური მატჩი, სადაც “ძველი ბახმარო” დაუპირისპირდა გუნდ “ზარაბას” და გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 4-1.
ფინალს ესწრებოდნენ დეპუტატი ზვიად მამალაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი თეა მამალაძე.
მათ ბეგი მამალაძის სახელობის თასი გადასცეს გამარჯვებულ გუნდს. მონაწილეებს კი სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
თეა მამალაძის განცხადებით, მომავალ წელს ჩემპიონატი უფრო დიდი მასშტაბით და მხარდაჭერით ჩატარდება.
დეპუტატმა კი განაცხადა, რომ მომავალ წელს ჩემპიონატი განახლებულ სტადიონზე ჩატარდება.
ჩემპიონატი ბეგი მამალაძის სახელობის ფონდის და ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ბეგის მეგობრების ჩართულობით და ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ავტორი