რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურში გაიმართა მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. მასში მონაწილეობდნენ: საჭამიასერის, ერკეთის, ხიდისთავის, ხევის, ამაღლების, ბუკისციხის ადმინისტრაციული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მოყვარული ჩოგბურთელები.
ჩემპიონატში I ადგილი საჭამიასერელმა რომან ჭკუასელმა დაიკავა, მეორე ადგილი წილად ხვდა ბუკისციხელ კოტე სიხარულიძეს, მესამე ადგილი კი საჭამიასერელმა ბექა ქორიძემ დაისაკუთრა.
გამარჯვებულები მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ ერკეთელი ხვიჩა მინდაძე, გურამ ხიზანეიშვილი, ხიდისთაველი გელა კალანდაძე.
ჩემპიონატის აქტიური მხარდამჭერისათვის სიგელებით დაჯილდოვდნენ საჭამიასერის, ერკეთის და ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ქალბატონი ელიზა ზაქარეიშვილი, ბატონები კახა თედორაძე და დავით ვასაძე.
ტურნირი მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით და გამგეობის და საკრებულოს მხარდამჭერით გაიმართა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved