https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ჩემპიონატის და თასის გათამაშების გამარჯვებულებს წინასწარ ადგენდნენ“

8:05; 13.05.2017
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ყოფილი სსრკ-ის პერიოდში, ქართველ სპორტსმენებს ამ “დიადი ქვეყნის“ შემადგენლობაში შემავალი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან უხდებოდათ ასპარეზობა. იმ ხანად საერთაშორისო სარბიელზე გასვლა მეტად რთული საქმე იყო და ჩვენებურებიც საკუთარ ქართველობასა და პატრიოტიზმს საბჭოთა “ძმური” ეროვნების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას ამტკიცებდნენ.

ამათგან, განსაკუთრებული “ხიბლი” მაინც რუსებთან პაექრობებს ჰქონდა, ისინი ხომ ყველა სხვა ეროვნებებს ზემოდან უყურებდნენ და სპორტშიც უპირობო გაბატონებისკენ მიისწრაფოდნენ.

დღევანდელ წერილში ადგილს რამდენიმე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის მოგონებებს დავუთმობთ, რომლებიც იმ პერიოდის სპორტულ თუ არასპორტულ ურთიერთობებს გაიხსენებენ.

მურთაზ ხურცილავა

„დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდი, ერთმა მითხრა, როცა რუსს ეთამაშები, შეაგინე, ანერვიულდება და ადვილად აჯობებო. ეს „რჩევა” პირველად მოსკოვის „სპარტაკთან” „გამოვიყენე” – ჩემს წინააღმდეგ სევიდოვი თამაშობდა და მეც, რაც კი რამე სალანძღავი სიტყვა ვიცოდი, ყველაფერი მივაყარე. შენც არ მომიკვდე, ვითომც არაფერი – უფრო მაგრად ათამაშდა. საბოლოოდ ისევ მე „გავფუჭდი”, ის კი პირიქით, მაღიზიანებდა: „მიდი მურზიკ, აბა მაჩვენე რის მაქნისი-ხარო”… ის დღე იყო და ის დღე – სევიდოვის შემდეგ მეტოქეებისთვის უხეშად არასდროს მიმიმართავს.

საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩემი საუკეთესო პარტნიორი ალბერტ შესტერნიოვი იყო, მასთან დიდხანს ვმეგობრობდი. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს: ის მძლეოსანი იყო, 100 მეტრზე სირბილში ასპარეზობდა, ფეხბურთის თამაში კი გვიან დაიწყო. სამწუხაროდ, ძალიან უყვარდა დალევა, ხოლო პირადი ცხოვრება რომ აერია, საერთოდ თავით გადაეშვა სასმელში. შესტერნიოვს სიგიჟემდე უყვარდა მოციგურავე შჩუკინა, დაქორწინდნენ კიდეც, მაგრამ მალე დაშორდნენ. ალბერტმა ეს ძალიან განიცადა“.

გიორგი სიჭინავა

„მიხაილ იაკუშინთანაც ვიმუშავე და გავრილ კაჩალინთანაც. იაკუშინი უფრო მკაცრი იყო, კაჩალინი – შედარებით ლმობიერი. 1964 წელს კაჩალინის ხელმძღვანელობით გავხდით ჩემპიონები, მაგრამ იაკუშინის წვლილი ამ გამარჯვებაში არანაკლები იყო. სხვათაშორის, სწორედ მან შეცვალა „დინამოს” ტაქტიკური განლაგება: 3-5-2-დან 4-4-2-ზე გადაგვიყვანა.

18 წლისა საბჭოთა კავშირის მეორე ნაკრებში მიმიწვიეს შოთა იამანიძესთან ერთად, 20 წლისამ კი პირველ გუნდში ვითამაშე. ნახევარდაცვაში, ჩემს პოზიციაზე ძალიან მაგარი კონკურენცია იყო: ნეტო, ვოინოვი, ვორონინი, მანოშინი, საბო – ერთი-მეორეზე უკეთესი ფეხბურთელები იყვნენ… ჩემი მთავარი კონკურენტი მოსკოვის ტორპედოელი ვალერი ვორონინი იყო, ნიჭიერი მოთამაშე და ჩინებული კაცი! კარიერა რომ დავასრულეთ, მოსკოვში ჩასულს ის მმასპინძლობდა, თბილისში და საქართველოში კი მე ვხვდებოდი.

ყველაზე ძალიან დონეცკსა და კუიბიშევში თამაში არ მიყვარდა. ერთხელ დონეცკში ჩვენს ავტობუსს ქვები დაუშინეს – ფანჯრები ჩაგვილეწეს, კუიბიშევში კი, მახსოვს, კაჩალინს ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლით თავი გაუტყდა.

ნიკოლაი მოროზოვის დროს ქართველები საბჭოთა კავშირის ნაკრებში უპრობლემოდ ვხვდებოდით: ობიექტური კაცი იყო, წარმომავლობის გამო არავის იწუნებდა და რაც მთავარია, ფეხბურთელის ფასი იცოდა. ქართველებს ხშირად გვიმეორებდა: სტალინის ვაჟისგან, ვასილისგან ბევრი სიკეთე მახსოვსო“.

ვლადიმერ ბარქაია

„ახლა არავის სჯერა, მაგრამ 60-იანი წლების ბოლომდე ჩემპიონატის და თასის გათამაშების გამარჯვებულებს ლამის წინასწარ ადგენდნენ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელები, მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნით, მხოლოდ დედაქალაქის კლუბები უნდა ყოფილიყვნენ – ყველა სხვა გუნდს თასამდე მისასვლელი გზა „მოჭრილი” ჰქონდა. 1960 წლამდე მხოლოდ ორმა არამოსკოვურმა კლუბმა მოიგო ეს ჯილდო და თუ გარკვეულ დეტალებს გავითვალისწინებთ, მიხვდებით რატომაც: 1944 წელს გათამაშებაში ლენინგრადის „ზენიტმა” გაიმარჯვა – საბჭოთა ფეხბურთის მესვეურებმა ასე მიულოცეს გერმანელების ბლოკადის მოხსნა ლენინგრადელებს; 1954 წელს კი, უკრაინის რუსეთთან შეერთების 300 წლის იუბილე აღინიშნა და ტურნირშიც კიევის „დინამომ” „გაიმარჯვა”.

1960 წელს ჩვენმა „დინამომ” ფინალში მოსკოვის „ტორპედოს” წინააღმდეგ ითამაშა. მაშინდელი „ტორპედო” ძალიან ძლიერი გუნდი იყო: ვალერი ვორონინი, გენადი შუსტიკოვი, ნიკოლოზ მანოშინი და, რა თქმა უნდა, სლავა მეტრეველი – ის კლუბის ლიდერი იყო! ფინალის წინ მსაჯი შეცვალეს, ცაპოვეცკი დაგვინიშნეს, რომელმაც 25-ე წუთზე ჩვენს კარში საეჭვო პენალტი დანიშნა, სამაგიეროდ, შოთა იამანიძე რომ წააქციეს საჯარიმოში, ვითომც არაფერიო, თამაში გააგრძელა. რა თქმა უნდა, დამატებულ დროში დასანანი გოლი გავუშვით, მაგრამ მსაჯის არაობიექტურობამ უფრო ცუდად იმოქმედა. მას შემდეგ ცაპოვეცკის გვარს თბილისში მხოლოდ ცუდ კონტექსტში იხსენიებდნენ.

ვოინოვთან დაკავშირებული ამბავი? კი, იყო ასეთი რამ. საერთოდ, ის წესიერი, ინტელიგენტი კაცი იყო და ჩინებულადაც თამაშობდა, არ იყო „ბინძური” ფეხბურთელი, მაგრამ შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატიდან მცირე ხანში, როცა მინდორზე შევხვდით, ზედიზედ „მომცელა”. კორექტული მოთამაშე იყო, მისგან ასეთ რამეს არ ველოდი და ხუმრობით ვკითხე, რა გვარი ხარ, ადრე რომელ გუნდში თამაშობდი-მეთქი? იუმორს ვერ მიმიხვდა, ხასიათი წაუხდა და თანაგუნდელს, ყოფილ თბილისის “დინამოელს”, იურა გრამატიკოპულს გასძახა: „იურა, ბარქაია, რა, არ მიცნობს ვინ ვარ?!” ამასობაში მსაჯიც მოვიდა და იმასაც ხუმრობით ვკითხე, თუ შეიძლება მითხარით, ეს ნომერი ხუთი ვინაა, შარშან სად გამოდიოდა-მეთქი? გაოცებული არბიტრი ისე დაიბნა, ჯარიმა ჩვენს საწინააღმდეგოდ დანიშნა. ამ მომენტის მერე ვოინოვი გონს ვერ მოეგო.

გაგრაში ზაფხულობით ხშირად ჩამოდიოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები. ლევ იაშინთან და ედუარდ სტრელცოვთან ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას ვმეგობრობდი და ეს ურთიერთობა არც შემდეგ წლებში შეგვიწყვეტია. ფეხის ამპუტაციის შემდეგ პირველად რომ ჩამოვიდა გაგრაში იაშინი, თავი ვერ შევიკავე, ცრემლი მომადგა: დავინახე ტრაპზე მეუღლის დახმარებით ჩამოდიოდა და ზურგი ვაქციე, მან კი იფიქრა, რომ ვერ ვიცანი და თავად გამომძახა, სიომა, რა იყო კაცო, ძველ მეგობარს ვერ ცნობო. არაფერი შევიმჩნიე, მაგრამ ძალიან დამწყდა გული. იაშინს თევზაობა განსაკუთრებით უყვარდა – ჟორა სიჭინავას და მე ხშირად დაგვყავდა მდინარე ბზიფის ხეობაში და რიწის ტბაზე სათევზაოდ…“

რამაზ შენგელია

„ნაკრებში პირველად ფინელების წინააღმდეგ ვითამაშე სტუმრად. მატჩის შემდეგ ძალიან დაღლილი ვიყავი და ნომერში ვისვენებდი, როცა ერთ-ერთი თანაგუნდელი მოვიდა და გვითხრა, ბიჭები დალევას აპირებენ, წამოდიო. ვუთხარი, არ შემიძლია-მეთქი. გაგიჟდა, ესე იგი „ჩამშვები” ხარო და მოკლედ, იმდენი „მაძაგა”, ავდექი და წავედი. ჩაის ჭიქით დამალევინეს არაყი! ისე ცუდად გავხდი, ნომერში ძლივს დავბრუნდი. გზაში ვფიქრობდი, თუ მომკლეს, რად მინდა ასეთი ნაკრები-მეთქი… მატჩის შემდგომი სმის „ორგანიზატორები” კიეველები იყვნენ. რუსები, ცხადია, მათ მხარს უბამდნენ. უცხოეთში რომ მივფრინავდით, თითო კიეველი 2 ან 3 ბოთლ არაყს იყიდდა და მერე კარგად ილხენდნენ. ძალიან ბევრს სვამდნენ ბესსონოვი, დემიანენკო, ჟურავლიოვი… ამ უკანასკნელს „სპილოს” ეძახდნენ.

კარიერის მანძილზე ერთადერთხელ მივიღე ყვითელი ბარათი, მოსკოვში, ცსკა-ს წინააღმდეგ თამაშისას.მეტოქეს ლამის ორმეტრიანი მცველი ჰყავდა, გვარად შვეცოვი, ჰოდა, ერთ მომენტში მოვატყუე და რომ მეგონა გავცდი-მეთქი, ბურთი ამართვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გავბრაზდი და ფეხი დავარტყი. მსაჯმა ეგრევე ყვითელი ბარათი მიჩვენა.

ერთ ისტორიას მოგიყვებით: მოსკოვის დინამოელი ნიკულინი სადაც დაიჭერდა დათო ყიფიანს, გაექანებოდა და კოჭებშიურტყამდა. საწყალ ყიფოს სულ დასისხლიანებული ჰქონდა ფეხები. ერთხელაც დათო მოსკოვში იყო და შემთხვევით ნიკულინს შეხვდა. იფიქრა, მოდი ამ კაცს პატივს ვცემ და იქნებ მოედანზე თავი დამანებოსო. შევიდნენ რესტორანში, გაშალა დათომ ზღაპრული სუფრა და ეს შენი ნიკულინი ისე დათვრა, თავს ვეღარ სწევს მაგიდიდან. ყიფომ უთხრა, მინდორზე რომ შევხვდებით, იქნებ აღარ დამამტვრიოო და იცით, რა უპასუხა ნიკულინმა? „დავიდ, ნა პოლე დრუზეი ნე ბივაეტო”!

ვლადიმერ გუცაევი

„საერთოდ, კაჩალინი არა მარტო კარგი მწვრთნელი, ჩინებული ადამიანიც იყო. სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემზე ამ პიროვნებამ უდიდესი გავლენა მოახდინა! თუ რამე ითქმის კაჩალინზე, პირველ რიგში ის, რომ ნაღდი ინტელიგენტი იყო – წლების განმავლობაში ვთამაშობდი მის გუნდში და უხამსი სიტყვა არ მსმენია. როცა შევიტყვე, რომ „დინამოდან” გაუშვეს, გული დამწყდა. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებმა ყურადღება რომ მომაქციეს, გარკვეულწილად, ესეც კაჩალინის დამსახურება იყო… მოგვიანებით გავიგე, რომ ცენტრალური კომიტეტის რომელიღაც მდივანს მის საქმიანობაში რაღაც არ მოეწონა და არ აპატია. ხომ გახსოვთ მაშინ როგორ იყო? ყველა მაღალჩინოსანი უხეშად ერეოდა „დინამოს” ცხოვრებაში.

ყველაზე ძალიან მოსკოვის დინამოელებთან თამაში არ მიყვარდა.იმ გუნდში ერთადერთი, მგონი, მახოვიკოვი იყო, ვინც უხეშობას არ კადრულობდა – სხვები ლამის ნაჯახით გადიოდნენ მინდორზე. ძალიან არ მიყვარდა სერგეი ნიკულინი – უკადრებელს კადრულობდა. წლების შემდეგ კვიპროსზე მოსკოვის დინამოელი ნოვიკოვი შემხვდა, ჩამოვჯექით, ვისაუბრეთ და მაშინ ვკითხე, საშა, რას მერჩოდი, ასე ცუდად რატომ მეთამაშებოდი-მეთქი. იცით, რა მითხრა? მწვრთნელი მავალებდა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, გუცაევის არსებობა ყველამ უნდა დაივიწყოსო და მეც დავალებას ვასრულებდიო”.

ალექსანდრე ჩივაძე

„მსაჯთან უსიამოვნება?კი, ხდებოდა ხოლმე. ერთხელ მოსკოვში „ტორპედოს” ვეთამაშებით, 5 წუთია დარჩენილი და ანგარიში 0:0-ია. უცბად მოსკოველებმა წესების უხეში დარღვევით გოლი გაგვიტანეს. ისეთი აბსურდული მომენტი იყო, მსაჯს გოლი არ უნდა ჩაეთვალა, მაგრამ მან ცენტრისკენ გაიშვირა ხელი. მეც თანაგუნდელს გავძახე, ბურთი გადმომიგდე-მეთქი! მსაჯმა თამაშის დაწყება რომ მანიშნა, გავაქანე და პირდაპირ მას გავარტყი! ამ ამბავს მოედანზე გაგრძელება არ მოჰყვა, მაგრამ თურმე შეხვედრას მთელი მაშინდელი სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობა ესწრებოდა და სამაგიერო იმით გადამიხადეს, რომ 33 საუკეთესოს შორის მეორე ნომრად დამასახელეს. არადა, მანამდე სულ პირველი ვიყავი! კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, თუმცა ამ ამბავს მსაჯთან უსიამოვნება ნაკლებად ეთქმის: ბაქოში მუშკოვეცმა მოგონილი პენალტი დაგვინიშნა. როგორც კაპიტანი, მივედი და ვეუბნები, ხვალ ამ ამბავს კოლოსკოვის კაბინეტში ერთად გავარჩევთ-მეთქი. კოლოსკოვი მაშინ საკავშირო ფედერაციის ხელმძღვანელი იყო. მუშკოვეცი დაიბნა, არ ელოდა და უცბად, ვითომ არაფერი მომხდარაო, მითხრა: ვინ გითხრა რომ პენალტია? პირიქით, თავისუფალი თქვენ უნდა შეასრულოთო. წამში შეცვალა გადაწყვეტილება!

ბესკოვი თუ ლობანოვსკი? იცით, ორივე ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი იყო, მაგრამ უპირატესობას ვერც ერთს მივანიჭებ. კონსტანტინ ბესკოვი ეგრეთ წოდებულ „რომანტიულ ფეხბურთს” ანიჭებდა უპირატესობას, ვალერი ლობანოვსკი კი პირიქით, შედეგზე გათვლილს. პირადად მე ბესკოვთან უფრო კარგად ვგრძნობდი თავს.

ოლეგ ბლოხინის დონის ფორვარდი საბჭოთა კავშირში კი არა, ევროპაშიც თითო-ოროლა იყო. ის დიდებული ფეხბურთელი იყო, ნამდვილი გოლეადორი! მას რომ უცხოეთის კლუბში ეთამაშა, გაცილებით სახელოვანი იქნებოდა და უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდა. პირველ რიგში ტიტულებს ვგულისხმობ

 

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2 თებერვალი, 2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

შემთხვევა იაპონიაში

09:38; 1 თებერვალი, 2026
სპორტი

„სადაურია ეს ფეხბურთელი, რუსს არ ჰგავსო“

09:33; 1 თებერვალი, 2026

„თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“

პენსიის რიგში მამაკაცი გარდაიცვალა

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო