ოზურგეთში, წინასაახალწლო ბაზრობას თუკი რაიმე ამშვენებს, ეს „ჩიჩილაკების ტყეა“, – როგორც მას აქაურები უწოდებენ.
ამ ე.წ. ტყეს, გურიის ქუჩაზე, ტროტურების სიგრძივი ნაწილის ნახევარი, თითქმის დაკავებული აქვს. ეს ერთადერთი „წინაღობაა“, რაზეც ფეხით მოსიარულეები არ ბრაზობენ.
_რა ზომის გსურთ? რა ფასიანი? 2 ლარიდან იწყება ფასი და იზრდება ჩიჩილაკის სიდიდის მიხედვით. გვაქვს სამი, ხუთი, ათი, ოცდაათლარიანი ჩიჩილაკებიც! უსასრულო არჩევანი გაქვთ! – ასე სთავაზობს არჩევანს მომხმარებლებს, სასიამოვნოდ მოსაუბრე ქალბატონი. ჩიჩილაკები გამოირჩევიან კოპწიაობითა და სილამაზით _ კალპებზე დამაგრებული სუროს ფოთლებითა თუ წითელი კურკანტელებით.
გურული (ზოგადად დასავლეთ საქართველოში გავრცელებული) ჩიჩილაკი, რომელიც ტრადიციული, საახალწლო, ხალხური სარიტუალო ხეა, (ერთგვარი ნაძვის ხე), დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გურიაში. ამიტომაც არის, რომ თითქმის ყველა აუცილებლობად თვლის, შეიძინოს და საახალწლოდ დაამშვენოს საკუთარი ოჯახი.
ავტორი