1997 წლიდან პაბლო პიკასო ლიდერი იყო აუქციონის სახლების მოგებაში.
აღმოჩნდა რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩინელმა მხატვრებმა პიკასოს მნიშვნელოვნად გაუსწრეს.
ბოლო თორმეტ თვეში სააუქციონო სახლებს 505 მლნ დოლარის მოგება მოუტანა ჩინელი მხატვრის ნამუშევრებმა პიკასოს ნამუშევრებით მოტანილი მოგება კი 312 მლნ იყო.
ჩჟან დაციანის გარდა, პიკასოს, მეორე ჩინელმა მხატვარმა ცი ბაიშიამაც გაუსწრო.
445,1 მლნ დოლარი არის მისი მეშვეობით სააუქციონე სახლების მოგება.
ექსპერტები ამბობენ, რომ ჩინელი მხატვრები არც ისე ცნობილები არიან. მათი მაღალი რეიტინგი ჩინელი კოლექციონერების დამსახურებაა, რადგან მათ ფულის დაბანდება ჩინურ ხელოვნებაში ურჩევნიათ.