საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს.
საელჩო აღნიშნავს, რომ აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელმა საქართველოში ცოტა ხნის წინ გააკეთა ჩინეთთან დაკავშირებული რამდენიმე კომენტარი, როდესაც მას ანაკლიის პორტის შესახებ ჰკითხეს ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.
“გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის მტკიცებები, როგორიცაა “China Communications Construction Company არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის უმრავლესობის მფლობელი”, “CPC და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის ნომერ პირველი ბანკირი” და დღეს რუსი სამხედროების ფინანსისტი“, არის უაზრო და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას.
ჩინურმა მხარე ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტთან დაკავშირები, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი”,_ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.