კამბოჯაში მასშტაბური სამხედრო წვრთნების დროს ჩინელმა სამხედროებმა ავტომატებით შეიარაღებული რობოტი ძაღლები აჩვენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საწვრთნელ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, სროლებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ექსპერტები დიდი ხანია ამბობენ, რომ შეიარაღებული თვითმფრინავების ან „მკვლელი რობოტების“ გამოყენება, არის ეთიკური ნაღმის ველი, რომელიც საერთაშორისო დონეზე უნდა აიკრძალოს ბრძოლის ველზე.
სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ მათმა გამოყენებამ შეიძლება გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე.