ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს გლობალური სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, დოკუმენტში „ჩინეთის ეროვნული თავდაცვა ახალ ერაში“ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაა, რომელიც მსხვილ ქვეყნებში პროვოცირებას ახდენს.
„საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა და წესრიგი ჰეგემონიზმის მატებით, ხელისუფლების პოლიტიკით, ცალმხრივი და მუდმივი რეგიონალური კონფლიქტებითა და ომებით ირღვევა“,_ აღნიშნულია დოკუმენტში.
როგორც ცნობილია, „ჩინეთის ეროვნული თავდაცვა ახალ ერაში“ პირველი დოკუმენტია, რომელიც 2015 წელს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივით სამხედრო რეფორმა ჩატარდა.
მაუწყებლის ცნობით, ჩინეთი კომუნისტური პარტიის მმართველობის 70 წლის აღსანიშნავად ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომის ფონზე ემზადება.
გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩინეთი ეკონომიკურ აგრესიაში დაადანაშაულა.