ჩინეთმა საქართველოს $420 000 ღირებულების კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს გადაეცემა დაახლოებით 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტი შესაბამისი აღჭურვილობით. მათივე ცნობით, ტესტი, ასევე, გამოიყენება სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენადაც.
საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული.