Globaltimes-ის ინფორმაციით, ჩინეთში ახალი ვირუსი SFTS გავრცელდა. ვირუსით უკვე 60 ადამიანი დაინფიცირდა, 7 კი გარდაიცვალა.
როგორც გამოცემა წერს, ვირუსი ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვლინდა.
სპეციალისტების განმარტებით, ვირუსის გავრცელების წყარო ტკიპაა და დინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანს სისხლით ან ლორწოთი გადაეცემა.
როგორც, Globaltimes-ი წერს, 37-ზე მეტი ადამიანი ძიანსუს პროვინციაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაინფიცირდა, მოგვიანებით კი 23 ადამიანს ინფექცია ანხოის პროვინციაში აღმოუჩინეს.