41-ადგილიანი ჩინურ-ამერიკული “Ultracap Bus”-ი საქალაქო ავტობუსის მსგავსად, 11 ტონას იწონის, სიგრძით 11,4 მეტრია და 50 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
მის დატენას სპეციალურად მოწყობილ “ელექტროგაჩერებებზე” სულ 2 წუთი სჭირდება, რაც სრულიად საკმარისია მომდევნო გაჩერებამდე მისაღწევად, სადაც ყველაფერი თავიდან მეორდება. ისე კი ერთი დატენით “ულტრაკაპს” 8,8 კმ მანძილის გავლა შეუძლია.
17 ცალი საცდელი “კონდენსატორული ავტობუსი”, ჯერჯერობით, შანხაის ხაზებზე დადის და უკვე აჩვენა, რომ ყველანაირად მომგებიანია – ტროლეიბუსთან შედარებით გაცილებით ეკონომიური და მოხერხებული, ხოლო ავტობუსებთან შედარებით – 40%-ით იაფი.