კალიფორნიის უნივერსიტეტის 3 კალათბურთელი ჩინეთში, მაღაზიაში ქურდობისთვის დაიჭირეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„უნივერსიტეტი თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვით“,_აცხადებენ UCLA-ში.
მათივე განცხადებით, სამართალდამცავებმა ჯორჯიას ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტიც დაკითხეს, მაგრამ ისინი არ დაუკავებიათ.
როგორც ცნობილია, 2-ვე გუნდი ჩინეთში მათივე ლიგის PAC 12 გლობალური ინიციატივის ფარგლებში იმყოფება, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო აღიარების მოპოვებასა და მოთამაშეებისთვის პირადი სათამაშო გამოცდილების შეძენას.