ჩინეთში, ვაქცინის უსაფრთხოების საკითხს იძიებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთის ხელისუფლებამ მოსახლეობაში გაზრდილი პანიკის გამო მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანია Changsheng Biotechnology ცოფის ვაქცინის მონაცემებს აყალბებდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კომპანიას წარმოების შეჩერება და ვაქცინის უკან გათხოვა დაევალა.
როგორც ცნობილია, ვაქცინის მოხმარების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები არ გამოვლენილა.
მაუწყებლის ცნობით, ხელისუფლება ასევე დიფტერიიის, ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინების უხარისხობის შესახებ საუბრობს.
როგორც ცნობილია, ვაქცინა ხელისუფლების მიერ სუბსიდირებულია და მისი გადაცემა ჩვილებისთვის ხდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, უცნობია რამდენ ჩვილს გაუკეთდა ვაქცინა, მაგრამ უკუჩვენება არ გამოვლენილა.
ჩინეთის ხელისუფლებას არ უთქვამს, რა გავლენას ახდენს არასტანდარტული ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობაზე.