ჩინური კოსმოსური სადგური, ტიანგონგ-1 დედამიწაზე ხვალ ჩამოვარდება. ინფორმაციასGuardian-ი ავრცელებს.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანახმად, ჩამოვარდნის ზონა ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყო ჩრდილოეთის 43 გრადუსსა და სამხრეთის 43 გრადუსს შორის. ამ ზონაში, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთსა და საბერძნეთთან ერთად, ხვდება საქართველოც.
სადგური, რომლის სახელიც “სამოთხედ” ითარგმნება, 2011 წელს ამოქმედდა და მან სამ მისიას უმასპინძლა. 2016 წელს ჩინეთის კომოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა სადგურზე კონტროლი დაკარგეს. მას შემდეგ მეცნიერები ობიექტის დაცემის თარიღისა და ადგილის გამოთვლას ცდილობენ.
მეცნიერების თქმით, საგანგაშო არაფერია. მოსალოდნელია, რომ 8.5-ტონიანი სადგური ატმოსფეროში შესვლისთანავე დაიწვება, დედამიწაზე კი მხოლოდ ნარჩენები ჩამოცვივდება. დაწვის პროცესში დამკვირვებლებს თვალწარმტაცი სინათლის შოუ შეუძლიათ იხილონ.
“თიანგუნ-1“ კოსმოსში 2011 წლის 29 სექტემბერს გაუშვეს. მისი მთავარი ამოცანა ჩინეთის ძლევამოსილების დემონსტრირება იყო.