ჩინური კოსმოსური სადგური The Tiangong-1 შესაძლოა დედამიწაზე ჩამოვარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ის ორბიტაზე 2011 წელს გაგზავნეს და მისია 5 წლის შემდეგ დაასრულა, რის შემდეგაც მოსალოდნელი იყო, რომ დედამიწას დაეცემოდა.
მეცნიერების თქმით, ჩამოვარდნის ზუსტი დროისა და ადგილის პროგნოზირება რთულია, რადგან ის არ არის კონტროლირებადი.
გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოსური სადგურის უმეტესი ნაწილი დამწვარია, ნამსხვრევები, შესაძლოა, დედამიწას მოხვდეს. ბოლო შეფასებით, ის შესაძლოა 30 მარტიდან 2 აპრილამდე შუალედში ჩამოვარდეს.