დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს დაბა ურეკისა და სოფელ შრომის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების საკითხი.
ურეკში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას გურიის სახელი მიენიჭება, ხოლო სოფელ შრომაში, იქ, სადაც „ჩირეს“ უბანი იყო, ახლა ეს სახელი ქუჩას დაერქმევა.
ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ლავრენტი ბიგვავას განმარტებით, ეს საკითხი ორგანიზებულ კავშირშია ზოგ გადაწყვეტილებასთან. ტოპონიმიკით განსაზღვრული წოდება ამიერიდან ქუჩას მიენიჭება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სწორად განაზღვრული გადაწყვეტილებაა.
_ სასწრაფო რომ მიდის სოფელში, ადვილად მისაგნები უნდა იყოს ესა თუ ის ოჯახი. უსახელო ქუჩების სახელდებით, თან ადგილობრივ ტოპონიმიკას როცა ვითვალისწინებთ, კომპლექსურად ბევრი საკითხი გადაიჭრება, _ თქვა მან.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს განკარგულებას ქუჩების სახელდების შესახებ.