ჩოხატაურის სოფელ ჩხაკოურადან კურორტ ბახმაროს მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაბა ბახმაროში, შალვა ცინცაძემ დაუდასტურა.
მოძრაობის სრულად აღდგენის მიზნით გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.