საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურას ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
,,ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს და პედაგოგს! სასიხარულოა რომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკოურა სასწავლო წელს ხვდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლით. გურიის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლებისათვის განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის ფარგლებში, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე გურიის რეგიონშიც, არა ერთი ახალი სკოლა აშენდება“- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
სოფელ ჩხაკოურას 60 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა.სკოლაში 8 საკლასო ოთახი და 1 კლასლაბორატორია მოეწყო.
(R)