ჩხოროწყუში, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა განუცხადა, ხანძარი გუშინ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და სრულად დაიწვა.
გიგლა ყალიჩავას თქმით, დაზარებულ ოჯახს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობა სახელდება.






























































