გვიან ღამით, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა.
როგორც პარლამენტის წინ, კარვებში მყოფი ადამიანები ამბობენ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი მამაკაცი მივიდა, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აგრესიით გამოირჩეოდნენ.
პოლიციამ აღნიშნული ორი პირი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა, თუმცა ისინი ტერიტორიაზე კვლავ დაბრუნდნენ, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე დაკავებულია ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.