ორი წლის თუთიყუში კანაგავაში გალიიდან გაიქცა, რადგან პატრონს გალიის კარი ღია დარჩა.
იგი სახლთან ახლოს მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში შეფრინდა. პატრონს ადვილად მიაგნეს, რადგან პიკო-ჩანიმ ,,საკუთარი” მისამართიც იცოდა და ტელეფონის ნომერიც.
მას შემდეგ, რაც თუთიყუში პატრონს, 64 წლის ფუმი ტაკაჰაშის დაუბრუნეს, პრესკონფერენცია გაიმართა.
ეს პიკო-ჩანის გაქცევის პირველი შემთხვევა არაა. ამიტომ ასწავლა ტაკაჰაშიმ მას მისამართი და ტელეფონის ნომერი.