შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა დაიწყო აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნება.
გთავაზობთ ჩოხატაურელი იმ აბიტურიენტების შედეგებს, რომელიც ამ დროისთვის ჩვენთვის გახდა ცნობილი.
„ქართული ენასა და ლიტერატურაში გამოცდის მაქსიმალური ქულა გახლდათ 60, აქედან პირველი საჯარო სკოლის წარჩინებულმა კურდამთავრებულმა, მარიამ ბოცვაძემ 59 ქულა დაიმსახურა; შუა ამაღლების საჯარო სკოლის კურდამთავრებულებმა _ რუსუდან ჯიბუტმა _ 56, ანი ჩანტლაძემ _ 50; ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ია გოგუაძემ 54 ქულა დაიმსახურა;
ჩაისუბნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ჩიგოგიძემ _ 53 ქულა მიიღო;
ერკეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანი ჯალაბაძე _ 50 ქულა;
სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულებმა _ მარიამ მახარაძემ _ 57 ქულა მიიღო, თეკლა ბარამიძემ _ 56, თამარ თედორაძემ – 55; ანა ჩხიკვაძემ – 50, ნინი კოტრიკაძემ – 50; _ ინფორმაცია „გურია ნიუსს„ ჩოხატაურის საგანმანათლ;ებლო რესურსცენტრის უფროსმა, შორენა სიხარულიძემ მოაწოდა.
შეგახსენებთ, რომ ეს წარმატებული ჩოხატაურელი აბიტურიენტების მხოლოდ ნაწილია.
თუ შენ ხარ აბიტურიენტი და გსურს, შენი წარმატების შესახებ დაიწეროს ჩვენს ვებგვერდზე, მოვწერეთ პირად შეტყობინებაში!