24-25 თებერვალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის სპორტდარბაზში ჩატარდა ჩოხატაურელი იუნკერების მაკარ ბურჭულაძის, აკაკი და გედეონ ხუნდაძეების სახელობის პირველობა პნევმატური იარაღით სროლაში.
ღონისძიების მიზანი იყო ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნისადმი პატივგება და ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდისადმი მხარდაჭერა.
პირველობაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 18 წლის ზედა ასაკის მსროლელთა სამ-სამ კაციანი გუნდები.
პირველ ადგილზე გასული დაბლაციხის წარმომადგენელი კახა მდინარაძე დაჯილდოვდა 200 ლარის ოდენობის ფულადი საჩუქრით.
მეორე ადგილი დაიკავა და 150 ლარის ოდენობის ფულადი საჩუქრით დაჯილდოვდა ჯვარცხმის წარმომადგენელი ნიკა კუტალაძე.
მესამე ადგილზე გასული ერკეთის წარმომადგენელი თემური სიხარულიძე დაჯილდოვდა 100 ლარის ოდენობის ფულადი საუქრით.
აღნიშნული ღონისძიება მოამზადა სპორტის ცენტრის უფროსმა კოორდინატორმა რომან ჯიქიამ, ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხარდაჭერით.

































































