გასულ უქმეებზე თბილისმა ჩემპიონატს უმასპინძლა კინბოქსინგში სხვადასხვა სპორტულ კლუბებს შორის.
დედაქალაქურ ტურნირზე ჩოხატაურის, კერძოდ კი, სოფელ კოხნარის გუნდიც იყო წარმოდგენილი შავი ქამრის მფლობელ, სპორტის ოსტატ გივი გოგუაძის ხელმძღვანელობით.
აღნიშნულ ჩემპიონატზე გურულმა სპორტსმენებმა, ჯამში, ოთხი საპრიზო ადგილი მოიპოვეს _ 40 კგ. წონით კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონობა გურულთაგან ანდრო ლორიამ ირგუნა.
70 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გიორგი ჯინჭარაძე გავიდა.
ტურნირის ჩემპიონი გახდა ასევე, 51 კგ-იანებში ნიკა გურიელიძე.
პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა კუტალაძე დემეტრე, რომელიც 37 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ტატო ახალაძე კი, რომელიც 57 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა, მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
ავტორი: სოფო წილოსანი