18-19 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტში გამართულ ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირში თავი გამოიჩინა ა(ა)იპ ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტისა და სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზების ცენტრის“ სპორტსმენმა, დავით ჩიკაშუას შეგირდმა ლევან ვაჩეიშვილმა (73 კგ).
ლევანმა დაძაბულ ასპარეზობაში I ადგილი დაიკავა და შესაბამისი დიპლომი, მედალი და თასი დაისაკუთრა.