13 აპრილს, ჩოხატაურის სახელოვნების სკოლების გაერთიანების სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი, თბილისის კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში საქართველოს საგუნდო საზოგადოების მე -7 ეროვნული კონკურსის II ტურზე წარსდგა 2 ნაწარმოებით , რომელსაც შეაფასებს სპეციალურად უცხო ქვეყნებიდან მოწვეული მუსიკოს -დირიჟორები.
შედეგები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.
ჩოხატაურელი გოგონები ყოველწლიურად წარმატებით მონაწილეობენ საგუნდო კონკურსებსა და ფესტივალებზე.
გასულ თვეში გოგონათა გუნდმა გაიმარჯვა ხელოვანები ხელოვნებისათვის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე “მომავლის ვარსკვლავები”. გუნდი დაჯილდოვდა დიპლომებით “წარმატებული მონაწილეობისათვის.”