ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხუხუნაიშვილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში 100%-იანი გრანტით ისწავლის. ამის შესახებ შეტყობინება მარიამის მშობლებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
“ძვირფასო მშობლებო!
სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თქვენმა შვილმა წარმატებით გაიარა ბრიტანულ-ქართული აკადემიის შესარჩევი კონკურსის სამივე ეტაპი დამფუძნებლის გრანტის მოსაპოვებლად.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის მმართველი გუნდის წევრებისგან შემდგარმა კომიტეტმა შერჩევისას გაითვალისწინა ტესტირებისა და გასაუბრების შედეგები. თქვენი შვილი საგრანტო კონკურსში მონაწილე მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მოტივაციის მქონე აპლიკანტებს შორის შეირჩა, როგორც ერთ-ერთი გამორცეული მოსწავლე. მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ თქვენმა შვილმა მოიპოვა 100%-იანი გრანტი 2024-2025 სასწავლო წლიდან ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სწავლისთვის.სასწავლო გრანტი განკუთვნილიააკადემიაში სწავლის მთელ პერიოდზე და ყოველწლიურად განახლდება მოსწავლის აკადემიური მოსწრების, პოზიტიური ქცევისა და სასკოლო პროექტებში ცართულობისსაფუძველზე.
სასწავლო გრანტის პირობები:
საგანმანათლებლო მომსახურების წლიური საფასური XI-XII კლასებში: $11,500;
სასწავლო გრანტის ოდენობა: $11,500.” _ ვკითხულობთ წერილში.
ვულოცავთ ჭკვიან, მიზანდასახულ, შრომისმოყვარე მარიამს ამ წარმატებას და ახალ-ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ.