ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეში კლასიკური მუსიკის ზეიმი დღეს 18 საათზს დაიწყება.
კონცერტში მონაწილეობას ქართველი და ლიტველი ახალგაზრდა მუსიკოსები მიიღებენ.
საღამო ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ,BATUMI MUSICFEST” ფარგლებში იმართება.
ამ წუთებში ხელოვნების სასახლეში იუნესკოს მშვიდობის ელჩი – ელისო ბოლქვაძე და მაესტრო მიშელ სონი იმყოფებიან, რომლებიც მხარის და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს შეხვდნენ.
მაესტრო მიშელ სონი ახალგაზრდა პიანისტებისათვის მასტერკლასებს ატარებს.