ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლამ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა _ 2017 ,,მხიარული სტარტები” მოიგო და გურიის ჩემპიონი გახდა.
ისინი გურიას ფინალურ თამაშებზე წარადგენენ.
“სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“-ის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩართული იყო საქართველოს 1400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 80 000-მდე მოსწავლე. ოლიპიადა 2017-ის მუნიციპალური თამაშები დეკემბერში დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდა. გამოვლინდნენ მუნიციპალიტეტების ჩემპიონი გუნდები, რომლებმაც რეგიონის პირველობისთვის იბრძოლეს.
„სასკოლო სპორტული ოლიპიადა 2017“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.